Monday, September 26, 2016

როდის შეიქმნა Google,Google-ის მე-18 დაბადების დღე

როდის შეიქმნა Google,Google-ის მე-18 დაბადების დღე 

როდის შეიქმნა Google,Google-ის მე-18 დაბადების დღე
როდის შეიქმნა Google,Google-ის მე-18 დაბადების დღე 

როდის შეიქმნა Google,Google-ის მე-18 დაბადების დღე


Google (ზოგჯერ ქართული ასოებით — გუგლი) — ამერიკული კორპორაციის Google Inc, მისი საიტისა და საძიებო სისტემის სახელი. დაარსდა 1998 წელს ლარი პეიჯისა და სერგეი ბრინის მიერ. დღეს Google არის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული კომპიუტერული ძებნის სისტემა მთელ მსოფლიოში. Google-ის თავდაპირველი ვერსია ინგლისურენოვანი იყო. დღეს სისტემა ნათარგმნია მრავალ ენაზე (მათ შორის ქართულადაც). მისი შექმნა ენდი ბეჩტოლშეიმს 100 000 ამერიკული დოლარი დაუჯდა, შეიქმნა სან მაიკროსისტემსისის მიერ.

Google-ის“ იდეა პირველად 1996 წლის იანვარში სამეცნიერო-კვლევით პროექტში დაიაბადა სტენფორდის უნივერსიტეტში, რომლის ავტორები იყვნენ ლერი პეიჯი და სერგეი ბრინი. ისინი ცდილობდნენ შეექმნათ სრულყოფილი საძიეობა სისტემა, რომელიც ყველას მოთხოვნილებებს დააკმაყოფილებდა. პირველ საძიებო სისტემას, რომელიც შექმნეს „BackRub” უწოდეს. ცოტა ხნის შემდგომ შეცვალეს სახელი და „გუგლი“ დაარქვეს, რომელიც დაკავშირებულია მათემატიკურ ტერმინთან “Googol” და ნიშნავს რიცხვს 1-ს მოყოლებული ასი ნული. ამ სისტემის შემქნელები ამბობდნენ, რომ სურდათ „გუგლი“ მომსახურებოდა ადამიანებს რაც შეიძლება მეტი ინფორმაციის საშუალებით. Sun Microsystems-ის დამფუძნებლის ენდი ბეხტოლშეიმის სახელს უკავშირდება კომპანია „Google-ის“ ლათინური მართლწერა - “Google”. ენდიმ, რომელიც იყო პირველი ინვესტორი ამ გიგანტში, ჩეკის გამოწერისას დაუშვა შეცდომა და სახელი დაწერა იმ ასოთა თანამიმდევრობით როგორც დღეს „გუგლი“ იწერება ლათინურად. ლერის და სერგეის მოუწიათ ფირმის თავიდან დარეგისტრირება ახალი სახელწოდებით, რათა გაენაღდებინათ პირველი ინვესტირებული თანხა 100 ათასი დოლარის ოდენობით. თავიდან „Google-ის“ კომპანია, მისი დამაარსებლების საერთო მეგობარი გოგოს გარაჟში იყო განთავსებული და პირველი მისი თანამშრომელი იყო მათი კურსელი კრეიგ სილვერსტეინი. უმთავრესი მიზეზი იმისა, რომ Google-ის საწყისი გვერდი არის თითქმის ცარიელი, HTML-ის არცოდნაა და მათ უბრალოდ სურდათ სწრაფი და მარტივი ინტერფეისი. 1999 წელს, ბრინი და პეიჯი ჯერ კიდევ სტუდენტები იყვნენ და მათ გადაწყვიტეს, რომ საძებნი სისტემა ძალიან აცდენდა უნივერსიტეტიდან და მათ გადაწყვიტეს მისი გაყიდვა 1 მილიონ დოლარად, მაგრამ მისი ყიდვის სურვილი არავინ არ გამოთქვა.

Read more: https://ka.wikipedia.org/wiki/Google

No comments:

Post a Comment